ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე რუსულმა მხარემ ანგელა მერკელი დააკავა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ცნობით, 24 ოქტომბერს, ნაშუადღევს, ანგელა მერკელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.
ოსური მხარე ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. ცხინვალის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებს, რომ მერკელმა „საზღვარი დაარღვია“ და ეს ქმედება „პროვოკაციულია“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის წინ.
სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისინი სწავლობენ ინციდენტის შესახებ დეტალებს.

Comments
Post a Comment