Posts

იპოთეკით დაზარალებულთა კავშირი, მოძრაობა ,,ლელოს" შეუერთდა

Image
მემარცხენე აქტივისტების გრიგოლ გეგელია, ირაკლი კუპრაძე და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის  შემდეგ  თიბისი ბანკის დამფუძნებლისა და ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ლელოს შეუერთდა  იპოთეკით დაზარალებულთა კავშირიც  .  ლელოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოძრაობას არამხოლოდ ეს აქტივისტები, არამედ მათი თანამებრძოლებიც უერთდებიან. ვინ იქნებიან ლელოს წევრები დღევანდელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, როდესაც მამუკა ხაზარაძე ახალ თორმეტეულს წარადგენს.

ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე რუსულმა მხარემ ანგელა მერკელი დააკავა

Image
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ცნობით, 24 ოქტომბერს, ნაშუადღევს, ანგელა მერკელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს. ოსური მხარე ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. ცხინვალის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებს, რომ მერკელმა „საზღვარი დაარღვია“ და ეს ქმედება „პროვოკაციულია“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის წინ. სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისინი სწავლობენ ინციდენტის შესახებ დეტალებს.

ოქტომბრის რევოლუცია მე დავაფინანსე - ირაკლი ოქრუაშვილი

Image
„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა“. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სწორედ მისი დაფინანსებულია 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციაც.

დავით ქაცარავამ ნოტრე დამის სიახლოვეს სავარაუდოდ ბენზინის სუნიანი ბოთლი იპოვა

Image
ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა, რომელიც ნოტრედამის ხეობაში სტიქიის ადგილზე მოხალისედ მუშაობს, ამბობს, რომ ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვა, რომელსაც სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან. “სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

იყიდება ველოსიპედი DOGGIX

Image
ტელ: 540 45 45 67 3 წლის ნახმარია მაგრამ კარგად ნახმარია, სულ ოდნავაა გაცვეთილი. ზოგადად არ მიყვარს ისეთი ადგილები რომ რამე ჭირდეს ან ნახტუნავები იყოს ან რამე. ბევრი მოვლა არ უნდა, ხელს თუ შეავლებთ ცოტა და კვირაში 2-ჯერ დაბერვა უნდა ხოლმე, სხვა ყველაფერი წესრიგშია. რამის ჩაბმაც შეიძლება ქალაქში, თითქმის ყველაფერს თავისუფლად გაითრევს.

ემზარ კამიკაძე: ,,ამას 12 წელი ველოდით"

Image
„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ იმისათვის, რომ დღევანდელ რთულ პირობებში (რთულში ვგულისხმობ რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ ადვილ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს), აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს ორ მოძმე ერს შორის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა ეს სიტყვები“, - განუცხადა პუტინმა ილია მეორეს, „ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა მოსკოვში“.