იპოთეკით დაზარალებულთა კავშირი, მოძრაობა ,,ლელოს" შეუერთდა
მემარცხენე აქტივისტების გრიგოლ გეგელია, ირაკლი კუპრაძე და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის შემდეგ თიბისი ბანკის დამფუძნებლისა და ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ლელოს შეუერთდა იპოთეკით დაზარალებულთა კავშირიც .
ლელოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოძრაობას არამხოლოდ ეს აქტივისტები, არამედ მათი თანამებრძოლებიც უერთდებიან. ვინ იქნებიან ლელოს წევრები დღევანდელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, როდესაც მამუკა ხაზარაძე ახალ თორმეტეულს წარადგენს.

Comments
Post a Comment